ცესკო

ცესკო დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, სხდომა 14:00-ზე გაიმართება

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. ცესკომ თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. კენჭისყრა ფარულია და სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი.

თუ ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, იმ შემთხვევაში, წარდგენილი სამი კანდიდატურიდან თავმჯდომარეს პარლამენტი 7 დღის ვადაში აირჩევს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა რამდენიმე დღის წინ ამოეწურა.

კომენტარები