აშშ

როგორი წარმოუდგენია ტრამპს სასაზღვრო კედელი, რომლის გამოც მთავრობა დაიხურა

0 კომენტარი
ფოტო: Twitter

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც სასაზღვრო კედლის დიზაინია. მისივე თქმით ფოლადის კადონებისგან შექმნილი კედელი ეფექტური და ამავე დროს ლამაზია.

დიზაინის ცვილების შესახებ ტრამპმა 19 დეკემბერსაც დაწერა:

"დემოკრატები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ, რომ არ სურთ ბეტონის კედლის აშენება - მაგრამ ჩვენ ბეტონის კედელს არ ვაშენებთ, ჩვენ არტისტული დიზაინის ფოლადის კადონებს ვაშენებთ, რომლის მიღმა დანახვაც შესაძლებელი იქნება და ის ერთდროულად იქნება მშვენიერიც და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იმ დაცულობას მოუტანს, რასაც იმსახურებენ. ის სწრაფად აღიმართება და დასრულების შემდეგ მილიარდობით დოლარს დაგვაზოგინებს!"

თუმცა, ბეტონის კედლის შესახებ წინასაარჩევნო კამპანიისას თავად საუბრობდა.

ტრამპის თქმით კედელი ერთადერთი გამოსავალია:

"ერთადერთი გზა ნარკოტიკის, ბანდების, ტრეფიკინგის და კრიმინალების და კიდევ ბევრი რამის შესაჩერებლად, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, არის კედელი, ან ბარიერი. დრონები და სხვა დანადგარები შესანიშნავი და კარგი გასართობია, მაგრამ მხოლოდ ძველმოდური კედელი მუშაობს!" დაწერა მან.

ბიუჯეტში კედლის მშენებლობის გათვალისწინებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო აშშ-ის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა, რის გამოც მთავრობა ნაწილობრივ დახურულია.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პროექტს, რომელიც სენატმა დაამტკიცა, დროებით ხარჯებს მოიცავს და ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადას თებერვლამდე გადაწევს, ხელს არ მოაწერს, რადგან ის სასაზღვრო კედლის ხარჯებს არ მოიცავს.

ამის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის ხარჯებს, 5 მილიარდ აშშ დოლარსაც მოიცავს, თუმცა, სენატმა მას მხარი არ დაუჭირა.

მიკ მულვანის, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, თქმით, დახურვა შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს, როდესაც კონგრესი უფლებამოსილების შესრულებას განახლებული შემადგენლობით შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო ზედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ განიმტკიცა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები