ჯორჯ მაიკლი

გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, ჯორჯ მაიკლის თანხა ქველმოქმედებაში კვლავ ირიცხება

0 კომენტარი
ფოტო: VH1.com

გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ცნობილი მომღერლის ჯორჯ მაიკლის თანხა კვლავ ირიცხება ქველმოქმედებაში.

ჯოჯრ მაიკლმა სიცოცხლეშივე მოიპოვა ფილანტროპის სახელი, თუმცა ის ამას სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს.

ბავშვების სასტიკი მოპყრობისგან დაცვის საზოგადოების ცნობით, მათ ჯორჯ მაიკლის სახელით თანხა ჩაერიცხათ.

"უცბად, ჯორჯმა საკმაოდ დიდი შემოწირულობა გააკეთა ბავშვებისთვის. ეს ძალიან დასაფასებელია", - თქვა ერთ-ერთმა წევრმა.

ლოს-ანჯელესში არსებულმა შიდსისგან პრევენციის ორგანიზაციის წევრებმაც განაცხადეს, რომ მათ იმეილზე მიიღეს წერილი, სადაც ეწერა რომ ჯორჯ მაიკლმა მათ თანხა ჩაურიცხა.

ბრიტანელი მომღერალი სიცოცხელშივე ძალიან ბევრს ფონდსა და ორგანიზაციას ურიცხავდა თანხას, ასევე მღეროდა საქველმოქმედო სიმღერებს, მათ შორის "Do the know it's Christmas time?", რომელიც ბრიტანეთში დიდი ხნის განმავლობაში რიგით პირველი საახალწლო სიმღერა იყო.

ჯორჯ მაიკლი 2016 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები