ვითარება გზებზე

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

0 კომენტარი
ფოტო: გზების დეპარტამენტი

ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ161 მონაკვეთზე, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე და ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის კმ9-კმ15 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები