ცესკო

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით ინიშნება. თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ევროპული საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი თქვა თამარ ჟვანიამაც.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

თამარ ჟვანია ცეკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პირველად 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები