მანდარინის ექსპორტი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის

მანდარინები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 23 720 ტონა შეადგინა. გასულ წელს ამავე პერიოდში ექსპორტირებული 18 250 ტონა იყო. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, წლევანდელი მოსავალი ერთერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპერტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (15 240 ტონა) და უკრაინა (5 283 ტონა), ასევე სომხეთი (2 578 ტონა), ყაზახეთი (138 ტონა), უზბეკეთი (261 ტონა), ბელორუსია (120 ტონა), ყირგიზეთი (60 ტონა), ლატვია (40 ტონა). 

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80-მდეა. 

უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. სამინისტრო აცხადებს, რომ შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. 

კომენტარები