Story of Yanxi Palace

Story of Yanxi Palace - დედამიწაზე 2018 წელს ყველაზე მეტჯერ “დაგუგლული” სერიალია

China film insider

ჩინური სერიალი Story of Yanxi Palace 2018 წელს ყველაზე მეტჯერ “დაგუგლული” სატელევიზიო შოუა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უმეტეს ნაწილში Google დაბლოკილია.

სერიალი ყველაზე პოპულარულია ჩინეთში, შემდეგ სინგაპურში, მალაიზიაში, ბრუნეისა და ჰონგ-კონგში

სერიალს iQiyi-ზე, ჩინურ Netflix-ის მსგავს საიტზე, 15 მილიარდჯერ უყურეს. სერიალი პირველად საიტზე ივლისში გავიდა და ჩინეთში ყველაზე ყურებადი ონლაინ დრამა 39 დღის განმავლობაში იყო.

Story of Yanxi Palace 70 ეპიზოდიანი სერიალია, მოქმედება 1700-იან წლებში იმპერატორ ციენლონგის დროს ხდება.

ერთ-ერთი გოგონა, დაბალი საფეხურიდან, ახერხებს, რომ ჰარამხანაში უფრო მაღალ პოზიციაზე გადავიდეს და იმპერატორის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს.

გოგონას ამბავი კონკიას ისტორიას გვაგონებს, თუმცა მისმა უნიკალურობამ სერიალი წლის გასართობ შოუდ აქცია.

სერიალში ფემინისტური ელემენტები ჭარბობს. მთავარი გმირი, ვეი ინგლუო ტრადიციულ ჩინელ ქალ გმირებს არ ჰგავს, რომლებიც ტოლერანტულობით, სიფაქიზითა და მორჩილებით გამოირჩევიან.

ჩინეთში ნაციონალური რადიო და ტელევიზიის ადმინისტრაცია ყველა პროდუქტს აკვირდება, რომელიც რადიოსა და ტელევიზიაში გადის. 2016 წელს, ონლაინ სერიალი გავრცელდა, რომელიც გეი სიყვარულზე იყო. შოუ მალევე შეაჩერეს. მომავალ წელს კი, ჰომოსექსუალური შინაარსის პროდუქტები აკრძალეს.

ონლაინ ვიდეო პლატფორმებს არ შეუძლიათ გაუშვან ის, რაც სურთ, თუმცა ცენზურა უფრო მსუბუქია სატელევიზიო არხებთან შედარებით, რომელთა უმრავლესობას მთავრობა მართავს.

საინტერესოა, რომ სერიალში Yanxi Palace თითქმის არც ერთი მსახიობი არ არის ცნობილი, გარდა ერთი ჰონგ კონგელი მსახიობისა, რომელიც მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. შოუს მთლიანი დანახარჯებიდან მსახიობებზე 1/10-იც კი არ დაიხარჯა.

კომენტარები