დონალდ ტრამპი

ტრამპი 7 წლის ბავშვს: კიდევ გჯერა სანტასი? 7 წელი მერყევი ასაკია

დონალდ და მელანია ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საშობაოდ თეთრ სახლში ბავშვების ზარებს უპასუხეს.

ჟურნალიტს კევინ დიაზის მიხედვით პრეზიდენტის საუბარი ერთ-ერთი ბავშვთან ამგვარად წარიმართა:

ტრამპი: გამარჯობა, ეს კოლმანია? შობას გილოცავ, როგორ ხარ? რამდენი წლის ხარ? სკოლაში კარგად სწავლობ? კიდევ გჯერა სანტასი? იმიტომ, რომ შვიდი წელი მერყევი ასაკია, არა?

უცნობია რა უპასუხა ბავშვმა ტრამპს. სხვა ზარებმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა. მელანია ტრამპმა ბავშვებს ოცნებების ასრულება უსურვა.

კომენტარები