აშშ-ჩრდილოეთ კორეა

აშშ-ის სასამართლომ ამერიკელი სტუდენტის წამების და მოკვლის გამო ჩრდ. კორეას $501 მლნ. დააკისრა

ოტო უორმბიერი
AFP

აშშ-ის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეას ამერიკელი სტუნდეტის, ოტო უორმბიერის წამების და მისი გარდაცვალების გამო 501 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ კორეამ ეს თანხა უორმბიერის მშობლებს უნდა გადაუხადოს.

22 წლის ოტო უორმბიერი ფხენიანში 2016 წლის იანვარში პროპაგანდისტული პოსტერის მოპარვის ბრანდებით დააპატიმრეს და შრომით ბანაკში 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას აიძულეს დანაშაული საჯაროდ ეღიარებინა და ოჯახთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ. ის აშშ-ში 2017 წლის ივნისში დააბრუნეს, თუმცა მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. სავარაუდოდ, პატიმრობისას წამების გამო უორმბიერი დაბრმავდა და დაყრუვდა. მას სხეულზე მრავალი დაზიანება აღენიშნებოდა. უორმბიერი ერთი წლის მანძილზე კომაში იყო და აშშ-ში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მისი მშობლები სასამართლოს მადლობას უხდიან იმისათვის, რომ კიმ ჩენ ინის მთავრობა მათი შვილის მკვლელობაში "ლეგალურად და მორალურად" დამნაშავედ ცნეს.

კომენტარები