ფულის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის ფულის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, "საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავა. 

გამოძიების ინფრომაციით, ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში, მას „საქართველოს რკინიგზაში“ დაასაქმებდა. ამისათვის მან მოქალაქეს სთხოვა 1 150 ლარი, საიდანაც 750 ლარი გამოართვა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები