საშობაო საჩუქრები

მექსიკელი გოგონას ბუშტი საშობაო საჩუქრების სიით აშშ-ში კაცმა იპოვა და სურვილები აუსრულა [video]

0 კომენტარი
ფოტო: Facebook

სოციალურ მედიაში ვრცელდება ისტორია 8 წლის მექსიკელი გოგონას შესახებ, რომელმაც სასურველი საშობაო საჩუქრების სია ბუშტს მიაბა და გაუშვა.

ბუშტი აშშ-ის საზღვარზე გადაფრინდა ის 15 დეკემბერს 60 წლის არიზონელმა კაცმა, რენდი ჰეისმა იპოვა. წერილში მითითებული იყო გოგონას სახელი, დაიამი, და ესპანურ ენაზე ჩამოთვლილი იყო 10 სასურველი საჩუქარი, მათ შორის Enchantimals-ის სერიის სათამაშოების სახლი, სახატავი საშუალებები და ტყლარწი. რენდი მიხვდა, რომ ბუშტი საზღვარზე გადმოფრინდა. ის საზღვრის გადაღმა მდებარე ქალაქის, ნოგალესის რადიოს დაუკავშირდა.

რადიომ მისი ისტორია გადმოსცა და მალე მათ გოგონას ოჯახი დაუკავშირდა. რენდიმ და მისმა მეუღლემ დაიამის და მის უმცროს დას, 4 წლის ხიმენას საჩუქრები ჩაუტანეს. მათ გოგონებს უთხრეს, რომ სანტას დამხმარეები არიან.

რენდი ჰეისი ყვება, რომ მისი ერთადერთი ვაჟი 9 წლის წინ გარდაიცვალა და მისთვის შობის ბავშვებთან ერთად აღნიშვნა დიდი ბედნიერებაა.

"საზღვარზე 6 მეტრიანი კედელი და მავთულხლართებია, მაგრამ ვერაფერი შეაჩერებს ბავშვის წრმენას და საშობაო სურვილებს." ამბობს რენდი.

სამწუხაროდ, ენდიმ და მისმა მეუღლემ საჩუქრების სიაში პირველ ადგილზე მითითებული Enchantimals-ის სათამაშოების სახლი ვერ იყიდეს, რადგან მაღაზიებში გათავდა, თუმცა ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ კალიფორნიელმა ადვოკატმა გოგონას სათამაშო უყიდა და გაუგზავნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები