გიორგი ჭიღვარია

ქუთაისის მერი: საახალწლოდ ახალ განათებებს არ შევიძენთ და აუტისტ ბავშვებს დავეხმარებით

ქუთაისის მერია საახალწლოდ ახალ განათებებს არ შეიძენს და საახალწლო განათებებისათვის გამოყოფილი თანხით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს თერაპიის კურსს დაუფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჭიღვარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

როგორც მერის ფეისბუქზე წერია, განათებებისათვის გამოყოფილი 110 ათასი ლარიდან დღის ცენტრის „ღია სახლი“ ბენეფიციარებს 30 ათასი ლარით დაეხმარებიან. 

"დღის ცენტრი „ღია სახლი“ ამ პროგრამაში პირველად ერთვება. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია. ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 ათასი ლარი დაზოგილიყო. „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დღის ცენტრისთვის ამ პროგრამაში ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ დანაზოგი თანხით ეს საქმე კეთდება“- თქვა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარები