სამხრეთ კორეული ჯგუფის, ექსოს წევრებს დღევანდელ კონცერტზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შექმნილი ტანსაცმელი ეცვათ. სეჰუნის მაისურზე საქართველოს დროშაა გამოსახული და "საქართველო" აწერია, ხოლო ჩანიოლის მაისურს აქვს წარწერა "უფალო შეგვიწყალენ".
EXO მუსიკალური სტუდია SM Entertainment-ის მიერ შექმნილი ჯგუფია, რომლის დებიუტიც 2012 წლის 8 აპრილს შედგა. ის 9 წევრისგან (Suho, Kai, Lay, Chen, D.O, Chanyeol, Xiumin, Beakhyun, Sehun) შედგება. ჯგუფი როგორც სამხრეთ კორეაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის პოპულარული.