ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 26 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას" ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, მერაბ ალექსიძის, ცაგარელის, ბროწეულის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეფხისტყაოსნის, მელიქ-სურხავის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის და ნუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებენ თელასსში

კომენტარები