გია ყანჩელი

გია ყანჩელი საქართველოში ჩამოიყვანეს

ტაბულას კულტურის სამინისტროში უთხრეს, რომ ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი საქართველოში ჩამოიყვანეს. ის სავარაუდოდ სახლში ოჯახთან ერთად იმყოფება. ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემა არ სურთ. 

გია ყანჩელის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კვირას მუსიკოსმა იულიან მილკისმა Facebook-ზე გაავრცელა. 

"ვთხოვ ყველას, რომ მთელი გულით ილოცონ გია ყანჩელისთვის. ის ახლა საავადმყოფოშია და სიკვდილს ებრძვის - თუ ჩვენ ყველანი ვილოცებთ და ჩვენს სიყვარულს, ენერგიასა და უბრალოდ კარგ სურვილებს გავუგზავნით... ვინ იცის", - დაწერა მან. 

 

კომენტარები