ტრადიციები

იტალიაში ორი წლის ბიჭი წინდაცვეთის შედეგად მოკვდა

0 კომენტარი

იტალიაში, ქალაქ მონტეროტოონდოში, მიგრანტების თავშესაფარში ორი წლის ბიჭი არასწორად ჩატარებული წინდაცვეთის ოპერაციის შედეგად განვითარებული სისხლდენისგან გარდაიცვალა. პროცედურა ბიჭის ტყუპ ძმასაც ჩაუტარდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 66 წლის ლიბანში დაბადებული აშშ-ს მოქალაქე მკვლელობის ბრალდებით დააკავა. წინდაცვეთის ჩატარება მას ბიჭების დედამ თხოვა, რათა ნიგერიის ისლამური ტრადიციების მიმართ პატივისცემა გამოეხატა, მიუხედავად იმისა, რომ თავად კათოლიკეა.

"შოკირებული ვართ ბავშვის სიკვდილით და მისი ტყუპისცალის მძიმე მდგომარეობით. სამწუხაროდ დედამ ყველაფერი ისე გააკეთა, რომ არავის არაფერი უთხრა." - განაცხადეს თავშესაფარში. 

ქალაქ მონტეროტონდოს მერმა ამ შემთხვევას აბსურდული ტრაგედია უწოდა.

იტალიაში ყოველწლიურად 5000-მდე წინდაცვეთა ტარდება, მესამედზე მეტი არალეგალურად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები