France Football

კილიან მბაპე საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

France Football-ის ვერსიით, საფრანგეთში 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი კილიან მბაპე დასახელდა. გამოკითხვაში France Football-ის ჟიურის წევრები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ჯილდოს გარდა, France Football-მა მბაპეს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული გადასცა. "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, პსჟ-ს 20 წლის თავდამსხმელი მე-4 ადგილზე გავიდა.

მიმდინარე სეზონში, მბაპემ პსჟ-ს მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 16 გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.

კომენტარები