ზვიად გამსახურდიას საქმე

ხვალ გენერალური პროკურორი კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს შეხვდება

ხვალ, 15:00 საათზე, საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს, ასევე, მათი ინტერესების დამცველს, ამირან გიგუაშვილს შეხვდება.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით პროკურატურაში განცხადება დღეს წარადგინა.

პირველი პრეზიდენტის შვილებმა 14 დეკემბერს საქართველოს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა იყო, ზვიად გამსახურდიას საქმეს არ შეხებოდა ხანდაზმულობის ვადა, რომელიც 31 დეკემბერს იწურებოდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაგრძელებულიყო გამოძიების ვადა, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაზარდა, თუმცა პირველი პრეზიდენტის შვილები შიმშილობას კვლავ აგრძელებენ. ისინი საქმის დროულ გამოძიებასა და სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვენ.

კომენტარები