დონალდ ტრამპი

ტრამპის საშობაო მილოცვა: იმედია ყველას, ცრუ მედიასაც კი, შესანიშნავი შობა აქვთ!

დონალდ ტრამპი
Getty

დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე საშობაო მილოცვა გაავრცელა:

"იმედი მაქვს, რომ ყველას, ცრუ მედიასაც კი, შესანიშნავი შობა აქვთ! ჩვენს ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს საზღვრებს, ვდებს ახალ შესანიშნავ სავაჭრო შეთანხმებებს და ვაბრუნებთ ჩვენს ჯარისკაცებს სახლში. როგორც იქნა, ამერიკას პირველ ადგილზე ვაყენებთ! გილოცავთ შობას! #გახადეამერიკაკვლავდიდებული"

შეგახსენებთ, რომ ტრამპი საშობაოდ ფლორიდაში, მარალაგოში საკუთარ დასასვენებელ კომპლექსში ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო არ წავიდა.

"მე სულ მარტო ვარ (საწყალი მე) თეთრ სახლში და ველოდები როდის დაბრუნდებიან დემოკრატები, რათა სასიცოცხლოდ აუცილებელ სასაზღვრო უსაფრთხოებაზე შევთანხმდეთ. რაღაც მომენტში დემოკრატების მხრიდან შეთანხმების ვერ მიღწევის სურვილი უფრო მეტი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, ვიდრე სასაზღვრო კედლის მშენებლობა, რომელზეც ყველა ვსაუბრობთ. სიგიჟეა!" დაწერა მან გუშინ.

მისი თქმით მთავრობმა მუშაობას მხოლოდ მაშინ შეუდგება, როდესაც კედელი ექნებათ:

"კედელი, ღობე, რაც სურთ ის დაუძახონ, ეს ბარიერია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხალხის და ნარკოტიკების შემოდინებას შეაჩერებს. სანამ ის არ გვექნება, მთავრობა არ გაიხსნება." თქვა მან.

ბიუჯეტში კედლის მშენებლობის გათვალისწინებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო აშშ-ის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა, რის გამოც მთავრობა ნაწილობრივ დახურულია.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პროექტს, რომელიც სენატმა დაამტკიცა, დროებით ხარჯებს მოიცავს და ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადას თებერვლამდე გადაწევს, ხელს არ მოაწერს, რადგან ის სასაზღვრო კედლის ხარჯებს არ მოიცავს.

ამის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის ხარჯებს, 5 მილიარდ აშშ დოლარსაც მოიცავს, თუმცა, სენატმა მას მხარი არ დაუჭირა.

მიკ მულვანის, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, თქმით, დახურვა შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს, როდესაც კონგრესი უფლებამოსილების შესრულებას განახლებული შემადგენლობით შეუდგება.

ტრამპმა გასულ კვირას სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას მოაწერა ხელი. მისი თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და ამერიკელი სამხედროები სახლში უნდა დაბრუნდნენ.

 

კომენტარები