ბუნებრივი გაზი

თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა

0 კომენტარი
ფოტო: pennystockresearch

თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა.

ყაზტრანსგაზ თბილისის აბონენტები 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 46.139 თეთრს გადაიხდიან. მოქმედი ტარიფი 46.153 თეთრია.

გადაწყვეტილება საქართველოს ენრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დღეს ერთხმად მიიღეს.

სემეკ-ის განმარტებით, ბუნებრივი აირის ტარიფი სამი კომპონენტისგან შედგება: ტრანსპორტირება, განაწილება და მიწოდება.

მათივე ცნობით, ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპონენტებში ფასის შემცირების გამო, შესაძლებელი გახდა თბილისში სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები