ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, კახეთის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, საირმის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებენ თელასში.

კომენტარები