წითური მელიები ცნობილი არიან იმით, რომ ხშირად ჩნდებიან ადამიანების სიახლოვეს, მიუხედავად ამისა, იშვიათად თუ მოახერხებენ ფოტოგრაფები მათ კადრებზე აღბეჭდვას. ბოლო 9 წლის განმავლობაში, ჰოლანდიელი ფოტოგრაფი როზლინ რეიმონდი წითურ მელიებს დარაჯობდა და შედეგად ამ საოცარი ქმნილებების ფოტოების სერია “ზღაპრის მელიები” შექმნა.
თავისი გამოცდილებიდან რეიმონდი ამბობს, რომ არც ერთი მელია ერთმანეთს არ ჰგავს და ყველა მათგანს უნიკალური თვისებები ახასიათებს.