ამინდის პროგნოზი

"ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი" - როგორი ამინდი იქნება 29 დეკემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები