დონალდ ტრამპი

ტრამპთან საუბრის შემდეგ, 7 წლის გოგოს სანტას არსებობის მაინც სჯერა

0 კომენტარი

7 წლის გოგოს, კოლმან ლოიდს, რომელიც სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის შემდეგ სანტას არსებობის მაინც სჯერა. მედიასთან საუბარში მან თქვა, რომ ნაძვის ხესთან სანტასთვის რძე და ნამცხვრები დატოვა, ხოლო დილით საჩუქარი დახვდა - თოჯინა, რომლის შესაფუთზეც მისი სახელი ეწერა.

"სანტა ნამდვილია," - თქვა კოლმანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საშობაოდ თეთრ სახლში ბავშვების ზარებს უპასუხეს. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო კოლმანი.

პრეზიდენტმა კოლმანს ჰკითხა, კვლავ სჯეროდა თუ არა სანტას არსებობის 7 წლის ასაკში, რადგან ამ ასაკში ეს უკვე უჩვეულოა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კოლმანმა პრეზიდენტის გამოყენებული სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა და ხალისით დაეთანხმა მას, რომ სანტას არსებობის სჯეროდა. მეტიც, პრეზიდენტთან საუბრით ის კმაყოფილი დარჩა. შემდეგ ჯერზე დარეკვის შესაძლებლობა თუ მიეცა, ის პრეზიდენტს ოჯახის შესახებ კითხავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები