ახალი წელი

ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU-ს სპოტიფაიზე შობას 10 მილიონმა ადამიანმა მოუსმინა

მერაია ქერის "All I Want For Christmas Is You" სპოტიფაის რეკორდსმენი გახდა - 25 დეკემბერს სიმღერას მუსიკის სტრიმინგის აპლიკაციაში 10.8 მილიონმა ადამიანმა მოუსმინა.

სიმღერა 1994 წელს არის გამოშვებული და ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო სიმღერაა.

მერაია ქერია ამ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა.

აქამდე ერთ დღეში ყველაზე ხშირად მოსმენადი ტრეკი XXXtentacion-ის იყოს - რეპერის გარდაცვალებიდან მეორე დღეს "SAD!"-ს 10.4 მილიონმა ადამიანმა მოუსმინა.

კომენტარები