კანაფი

რუსეთში სამედიცინო მიზნით კანაფისა და სხვა ნარკოტიკული მცენარეების მოყვანა ლეგალური ხდება

0 კომენტარი

რუსეთში შესაძლოა სამედიცინო მიზნით კანაფისა და ნარკოტიკების შემცველი სხვა მცენარეების მოყვანა ლეგალური გახდეს. ამის შესახებ lenta.ru წერს. 

კანონპროექტი მთავრობამ დაამტკიცა. შემდეგი ეტაპი მისი პარლამენტში დამტკიცება და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაა.

ამის შესახებ რუსულ მედიას მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა უთხრა. 

მინისტრის თქმით, რუსეთი მთლიანად დამოკიდებულია ასეთი პრეპარატების იმპორტზე. კანონის მიღება კი ადგილობრივ ფარმაკოლოგიურ ბაზარს შესაძლებლობას მისცემს აწარმოონ სხვადასხვა სახის მედიკამენტები. კანონის მიხედვით ამ სფეროში მომუშავე სახელმწიფო კომპანიებს, საშუალება ექნებათ აწაარმოონ არამხოლოდ მზა სუბსტანცია, არამედ ამისთვის საჭირო ნივთიერებებიც.

კანაფის გარდა ნებადართული იქნება ლურჯი ლოტუსი, სოკოციკლინის ან ფილილონის შემცველი სოკოები, საძილე აბები და სხვადასხვა ნარკოტიკების შემცველი მცენარე. 

კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოების კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტშიც განიხილებოდა. განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. 

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

შსს მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე 2 ნოემბერს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, გახარიამ თქვა, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გამოიწვევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები