საქართველოს რკინიგზა

წინასაახალწლო დღეებში საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა

წინასაახალწლო დღეებში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.

რკინიგზის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30 დეკემბერს.

ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

ფოტო: საქართველოს რკინიგზა

კომენტარები