ცნობილი ადამიანები

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი დაქორწინდნენ - ვიდეო

ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა მაილი საირუსმა დაადასტურა, რომ ის და ლიამ ჰემსვორტი დაქორწინდნენ.

მაილი საირუსმა ცერემონიის სურათებიც გაავრცელა, რომელიც მის სახლში, შტატ ტენესიში ჩატარდა.

"10 წლის შემდეგ", - წერს მაილი საირუსი.

გავრცელებული ინფორმაციით ქორწილში მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრების იყვნენ დაპატიჟებულები.

წყვილი ერთმანეთს 10 წლის წინ ფილმ The Last Song-ის გადაღებებზე შეხვდა, 2012 წელს ისინი დაინიშნენ, თუმცა მალევე ერთმანეთს დაშორდნენ. 2015 წელს მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი შერიგდნენ და კვლავ დაინიშნენ.

კომენტარები