აშშ-ერაყი

ტრამპი აშშ-ის ჯარისკაცებს ერაყში: ამ ბაზას გამოვიყენებთ, თუ სირიაში რაიმეს გაკეთება მოგვინდა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყში ვიზიტისას სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა:

"ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გადმოვა ჩემს აზრზე. დროა თავის გამოყენება დავიწყოთ." უთხრა ტრამპმა სამხედროებს მიმართვაში.

ტრამპის თქმით მრჩევლებს ადრეც უთხრა, რომ სირია უნდა დაეტოვებინათ, თუმცა მათ დაარწმუნეს, რომ დარჩენა იყო აუცილებელი. მისივე თქმით აშშ-ის ძალები ერაყში დარჩებიან:

"ჩვენ ამ ბაზას გამოვიყენებთ, თუ სირიაში რაიმეს გაკეთება გვენდომება." თქვა მან.

მან თავი შეიკავა თავდაცვის მდივნის პოსტზე ჯეიმ მეტისის, რომელმაც თანამდებობა აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა, შემცვლელის დასახელებისაგან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეტისის მდივანი, პატრიკ შენაჰანი, რომელიც ამჟამად თავდაცვის მდივნის მოვალეობას ასრულებს, შესაძლოა ამ პოსტზე დიდხანს დარჩეს.

ტრამპმა სამხედროებს ისიც უთხრა, რომ მათთვის ხელფასის 10%-ით მატებას მიაღწია:

"10 წელია თქვენი ხელფასი არ გაზრდილა. ათ წელზე მეტია. ახლა დიდი ზრდა მოგიტანეთ." თქვა მან.

თუმცა თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე სამხედროების ხელფასი ყოველწლიურად იზრდება და 1%-დან 3.9%-მდე მერყეობს. 2019 წლისთვის ბიუჯეტში სამხედროების ხელფასების 2.6%-ით ზრდაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მეუღლესთან, მელანია ტრამპთან, ერთად ერაყში ამერიკელ ჯარისკაცებს მოულოდნელად გუშინ ეწვია. ვიზიტი ჩუმად დაიგეგმა. მედიის ნაწილი წერდა, რომ ტრამპი საშობაოდ ჯარისკაცებთან სტუმრობის საპრეზიდენტო ტრადიციას არღვევდა.

ერაყელი პოლიტიკოსების და სამხედრო ლიდერების ნაწილმა ტრამპის მოულოდნელი ვიზიტი გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულეს. ტრამპმა გააუქმა შეხვედრა პრემიერმინისტრ აბდელ აბდულ მაჰდისთანაც. მიზეზი შეხვედრის ადგილზე შეუთანხმებლობა გახდა.

დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების მხრიდან, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც. თანამდებობა დატოვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა.

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას გეგმავს.

ოფიციალური პირები, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, ამბობენ, რომ უახლოეს თვეებში აშშ-ში ავღანეთში განთავსებული ძალების ნახევარი, დაახლოებით 7,000-მდე ჯარისკაცი დაბრუნდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები