უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე პეტრე უკრაინაზე: დაველოდებით ტომოსის გადაცემას და შემდეგ სინოდზე გადავწყვეტთ

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. მღვდელმთავრებმა დღეს სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილეს, თუმცა როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებას მას მერე მიიღებენ, რაც კონსტანტინოპოლის ეკლესია 6 იანვარს უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) გადასცემს.

მიტროპოლიტი პეტრე იმედოვნებს, რომ საქართველოს საპატრიარქო სამართლიან გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. 

"დაველოდებით ტომოსის გამოქვეყნებას და შემდეგ სინოდზე გამოვიტანთ გადაწყვეტილებას. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნებს. იყო, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა,"- თქვა მეუფე პეტრემ. 

წმიდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და თითქმის 3 საათი გრძელდებოდა. 

კომენტარები