ბესელია-კილაძე

ბესელია კილაძეს: დაწყნარდი, შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემდეგ შემოხვიდე

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.facebook.com/tabula.ge/videos/1168097666679135/?__xts__[0]=68.ARBWqAaQZUuHGnHeGmn41w5ZOMSTd2HkKgneevrtRR1XWvMHlTt9p65LU1e3O96HaVhisoCWdfYwZI0zQTk1m5-eiI3jtkCnYsgBzvxfAr15GHW1wyo8dLMz53F7OEp4rznC4a5whTgAvdJwj_Tcud5TfdgKd9t0g958SeAu8I-Z6UH2NC8cu","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები ეკა ბესელია და სოფო კილაძე შეკამათდნენ. 

მას შემდეგ, რაც ბესელიამ სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების სია ამოიკითხა, სოფო კილაძემ ადგილიდან წამოიძახა, რომ მან დიდი ხნის წინ აიწია ხელი. ბესელიამ თქვა "ყველა დამელოდეთ მშვიდად", რასაც სოფო კილაძის მომდევნო რეპლიკა მოყვა, რომ ის მშვიდად ელოდება. 

ბესელია: მშვიდად დამელოდეთ ყველა
კილაძე: მშვიდად გელოდებით, უბრალოდ...
ბესელია: განრიგს მე განვსაზღვრავ აქ 
კილაძე: შენ არ განსაზღვრავ, ხელის აწევით ხდება
ბესელია: დამშვიდდი, დაწყნარდი, რიგი განსაზღვრე იქ, სადაც შეგიძლია განსაზღვრა. აქ მე განვსაზღვრავ და მოვითმინოთ. დაწყნარდი, კიდევ ერთხელ გეუბნები ახლა. დაწყნარდი და შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემდეგ შემოხვიდე
კილაძე: მაგას მე განვსაზღვრავ.

დღეს ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ბესელიამ საკუთარი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაუკავშირა.

კომენტარები