გრიპის ვირუსი

სერგეენკო: ვირუსის გამო საგანგებო მზადყოფნა თუ გახდება საჭირო, მზად ვართ

ტაბულა

საქართველოში გრიპით ავადობის შემთხვევებთან დაკავშირებით ახალი მონაცემები, 31 დეკემბერს, ორშაბათს იქნება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. 

მისი თქმით, წინა წელთან შედარებით, ვირუსების შემთხვევები მეტია. 

"თუ ორი წლის წინ სხვადასხვა გამომწვევები იყო, წელს უკვე დომინირებს ერთი კონკრეტული გამომწვევი – H1N1, რომელსაც ახასიათებს შედარებით მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვა გამომწვევებს. 100 000-ს მოსახლეზე ავადობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით კვირაში ერთხელ იზომება, ანუ ორშაბათს გვექნება ახალი მონაცემები. მიმდინარე კვირის ორშაბათის იყო 221, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ 221 იქნება, 400 თუ 100, საკუთრივ დაავადების მიმდინარეობაში არაფერს ცვლის",- ამბობს სერგეენკო.

სერგეენკოს თქმით, იმ შემთხვევაში თუ ვირუსის გამო საგანგებო მზადყოფნა გახდება საჭირო, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის თუმცა აღნიშნა რომ წელს ეს შემთხვევა არაა. 

მისივე თქმით, მიმართვიანობა გაორმაგებულია და თუ საჭირო გახდა საოჯახო ცენტრები 24/7-ზე რეჟიმით იმუშავებენ. 

"დღეში ორჯერ ვაფასებთ მიმართვიანობასა და სასწრაფოს გამოძახებებს. დღეს საღამოსაც შევაფასებთ. თუ გაჩნდა შესაბამისი ჩვენება,უკვე გადავალთ პროტოკოლზე, რომლითაც საოჯახო ცენტრები გადადიან 24/7-ზე რეჟიმით და გამოძახებებზე გასასვლელადაც ვეხმარებით ტრანსპორტით",- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპთან დაკავშირებით პაატა იმნაძის რეკომენდაციები გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ H1N1 ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები