ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 28 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

სამგორის რაიონი

01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების,  ფაღავას, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის,  მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის,  გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის,  მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის,  მებაღეობის და ილია ბახტაძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, ხევის, ჩარხის, სახალხოს და მანუკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ასი ათასი მოწამის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკისნის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით ბაქრაძის და სპირიდონ კედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები