ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში ტაქსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

flickr

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მეეზოვეა და შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები