მსოფლიო

აშშ-ში, კაცმა ცოლთან ჩხუბისას ძაღლები აივნიდან გადააგდო - კაცი პოლიციამ დააკავა

ილინოისის სასამართლომ, 51 წლის ჯერალდ იესკი ცხოველებზე სასტიკი მოპყრობისთვის დააკავა.

კაცმა ცოლთან ჩხუბისას, მათი ორი ძაღლი მეორე სართულის აივნიდან გადააგდო.

"შენ ეს ძაღლები ჩემზე მეტად გიყვარს. მე ვაპირებ რომ მოვკლა ისინი",-უთხრა ცოლს კაცმა.

17 წლის ჩიხუახუა აივნიდან გადაგდების შემდეგ მოკვდა, მეორე ძაღლი - 14 წლის ჩიხუახუა კი დაიკარგა.

ჯერალდ იესკი სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარსდგება.

კომენტარები