კრიმინალი

გორში 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 75 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში მეტ დეტალზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აქვს და მას დაზიანება თავის არეში, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება, მიმდინარეობს ექსპერტიზა.

კომენტარები