ოჯახში ძალადობა

კაცს, ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მოკვლის მუქარისთვის, 3 წელი მიუსაჯეს

www.geo.tv

კაცს, რომელმაც ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სამი წელი მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ახალიციხის სასამართლომ მიიღო. კაცს მანამდე პირობითი ჰქონდა მისჯილი. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 17 ივლისს, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.გ.-მ შელაპარაკების საფუძველზე მეუღლეს ლ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანით  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ი.გ. 2018 წლის 17 ივლისს  ქალაქ ბორჯომში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. "- წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები