ოჯახში ძალადობა

დღეიდან ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა

www.gwf-online.org

დღეიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ.

ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, მის დამრღვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ცვლილების თანახმად, პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის.

ასევე გენდერის ნიშანი მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისათვის განისაზღვრა დამამძიმებელ გარემოებად და გენდერული ნიშნით ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა ისჯება უფრო მკაცრად.

კომენტარები