რეკლამა

როგორი იყო 2018 წელი ლატარიის #იღბლიანებისთვის?!

2018 წელს „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ გამარჯვებულებს, მოგების სახით, 13 მილიონ ლარზე მეტი გადაეცათ, აქედან მომენტალური ლატარიის მოთამაშეებს – 10 მილიონი, ხოლო ტირაჟიანი ლოტო „6/36“-ისა და „5/35-ოქროს ბურთის“ მოგებულებს – 3 მილიონ ლარი. იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას! გაიცანით „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ლოტო „6/36“-ის იღბლიანი გამარჯვებულები,  რომლებმაც ყველაზე დიდი თანხები მოიგეს:
 ლალი ზურაბიშვილი – ქალბატონმა ლალიმ ლოტო „6/36“-ში პირველი ჯეკპოტი მოიგო და მოგების სახით 857 007 ლარი მიიღო
 ივანე სომხიშვილი – ბატონი ივანე ლოტო „6/36“-ის ჯეკპოტის მეორე გამარჯვებულია და მისი მოგება 546 235 ლარია
 გურამ გიგილაშვილი – ბატონმა გურამმა ლოტო „6/36“- ში 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი გამოიცნო და მეორე კატეგორიის გამარჯვებული გახდა,მისმა მოგებამ ბილეთზე 131 199 ლარი შეადგინა
 თინათინ აზალაძე – ქალბატონი თინათინი ლოტო „6/36“-ში მეორე კატეგორიის გამარჯვებულია და მისი მოგება 79 172 ლარია
 გიორგი ნოზაძე – ბატონმა გიორგიმ ლოტო „6/36“-ში მეორე კატეგორიაში 55 893 ლარი მოიგო
 ნინა მინასიანი – ქალბატონი ნინა ლოტო „6/36“-ში, ასევე, მეორე კატეგორიის გამარჯვებულია და მისი მოგებაა 30 477 ლარი

ყოველდღიურ ონლიანლოტო „5/35-ოქროს ბურთის“ მოგებულთა არმია ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის ის უკვე 20 000 ადამიანისგან შედგება. „5/35-ოქროს ბურთის“ ჯეკპოტი უკვე უკვე 78 775 ლარია, ასევე, მაღალია მეორე კატეგორიის პრიზი და ის 28 549 ლარია.
მომენტალური ლატარიების საპრიზო ფონდი უპრეცედენტოდ მაღალი – 23 173 724 ლარია. 2018 წლის 17 მარტის შემდეგ, მას მერე, რაც „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ოპერირება დაიწყო, მომენტალურ ექვს ლატარიაში („ფარაონი“, „შვიდიანი“, „ოქროს საწმისი“, „ჯოკერი“, „სამი შანსი“ და „საახალწლო“) ორჯერ გათამაშდა მაქსიმალური 50 000 ლარის, ექვსჯერ კი – 20 000 ლარის მოგება.

წინ უფრო იღბლიანი 2019 წელი გველოდება, ახალი მიზნებით, სიახლეებითა და ბევრი მოგებული ადამიანით. გახსოვდეთ, მოგება შეუძლია ყველას. „საქართველოს ეროვნული ლატარია“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

[რეკლამა]

კომენტარები