თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 29 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფატმანის, შერმადინის და ერედვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ)  მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი. 

კომენტარები