3 დღის განმავლობაში თბილისში საახალწლოდ მორთული სახანძრო მანქანები ივლიან

დღეიდან სამი დღის განმავლობაში, დედაქალაქის ქუჩებში საახალწლოდ მორთული სახანძრო მანქანები იმოძრავებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თქვეს, რომ ​​მეხანძრე-მაშველები მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავენ.

სახანძრო მანქანები საბოლოოდ გაჩერდებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში, სადაც მსურველებს მათი დათვალიერება და ფოტოების გადაღება შეეძლება.

კომენტარები