განსაკუთრებით დიდი ოდენობა

შსს: ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოვიღეთ

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1987 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.მ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის რაიონში, თბილისის ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე შეაჩერეს. პოლიციამ მისგან 6 შეკვრად დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა", – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები