26 წლის ამერიკელი ჟურნალისტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

bbc

ამერიკელი ჟურნალისტი და კომენტატორი ბრი ფეიტონი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

BBC-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი H1N1-ს ვირუსმა და მენინგიტმა იმსხვერპლა. 

მედიის ცნობით, ფეიტონი მეგობარმა კონგრესმენმა იპოვა და სასწრაფოში დარეკა. ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ფეიტონი Fox News-ის, BBC-ისა და CNN-ის ეთერში რამდენჯერმე გამოჩნდა. ის გამოცემა The Federalist-ის ჟურნალისტი იყო. 

"ყველას ცხოვრებაში ანათებდა, ვინც მის გარშემო იყო"- ასე ახასიათებენ ფეიტონს კოლეგები.

 

 

კომენტარები