თბილისის მეტროპოლიტენი

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ "ნაძალადევში" მატარებელი ხაზიდან მოიხსნა

თბილისის მერია

მეტროსადგურ "ნაძალადევში“ მატარებელი ხაზიდან მოიხსნა. ტაბულას პრესსამსახურში უთხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მემანქანემ საჭიროდ ჩათვალა შემოწმება. მგზავრების სადგურზე ჩასვლის შემდეგ, მატარებელი ხაზიდან მოიხსნა და ხაზზე სათადარიგო მატარებელი გამოვიდა.

"მგზავრებს საფრთხე არ შექმნიათ, მოძრაობა არ შეფერხებულა და მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟმში მუშაობს“, - ამბობენ პრესსამსახურში.

Facebook-ზე ერთერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ვაგონს, სავარაუდოდ, ცეცხლი წაეკიდა. მისი თქმით, "კვამლი გამოუშვა და საშინელი სუნი დადგა", ამაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ დაზიანდა კომპრესორი, რა დროსაც, დგება სპეფიციკური სუნი.

კომენტარები