ხაჩატურ მანკასარიანი

საავადმყოფოს დირექტორი წვევამდელზე: იმყოფება რეანიმაციაში სტაბილურ მდგომარეობაში

რუსთავი 2

გუშინ, მე-17 დაწესებულებაში, 20 წლის წვევამდელმა ხაჩატურ მანკასარიანმა გარე პერიმეტრზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

წვევამდელი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

საავადმყოფოს დირექტორის პაპუნა ბახტაძის თქმით მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 20 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ტრავმოგემორაგიული შოკი, ცეცხლსასროლი ჭრილობა მუცლის ღრუში შემავალი. ჩაუტარდა საკმაოდ რთული ოპერაციული მკურნალობა. აღმოჩნდა ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა მუცლის ღრუში, ნაწლავებისა და ორგანოების დაზიანებით. ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა. სავარაუდოდ დასჭირდება რეკონსტრუქციული ოპერაცია ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა მოხდა. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილურ მდგომარეობაში", - თქვა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა.

დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. მათი თქმით ისინი იძიებენ წვევამდელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თავის დაზიანების საქმეს.

კომენტარები