ვლადიმირ პუტინი

პუტინმა საქართველოსა და უკრაინის გარდა, ახალი წელი მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერს მიულოცა

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საახალწლო მილოცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ლიდერს გაუგზავნა. 

მსოფლიო ლიდერების სია კრემლმა დღეს გამოაქვეყნა. 

პუტინმა საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, დამდეგი ახალი წელი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერებს მიულოცა და პარტნიორობის და ორმხრივი ურთიერთობების განვითარდების იმედი გამოთქვა.

იღბლიანების სიაში მოხვდა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, კანადის პრემიერმინისტრი და ბრიტანეთის დედოფალი. 

პუტინმა ახალი წელი მიულოცა სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და პრემიერმინისტრს ნიკოლ პაშინიანს, გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და კანცლერს ანგელა მერკელს. 

რუსეთის ლიდერს არც სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი და თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დავიწყებია. 

მან ასევე მიულოცა ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

საერთო ჯამში, პუტინმა სულ 40 ქვეყნის ლიდერებს მიულოცა. 

კომენტარები