ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

8 მითი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შესახებ - ის, რაც აქამდე არ იცოდით

სტაბილურ ურთიერთობაში მყოფი ქალების დიდი ნაწილი არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად კონტრაცეპტივებს (ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს) იღებს. მკვლევარების თქმით, აბებს 99.9%-იანი ეფექტიანობა აქვს. 

მიუხედავად ბევრი ქალის მიერ მისი გამოყენებისა, კონტრაცეპტივების ირგვლივ ბევრი მითი არსებობს. 

იკლებს თუ არა საკვერცხის კიბოს გაჩენის რისკი კონტრაცეპტივების ხშირი მიღების შემთხვევაში? იწვევს თუ არა კონტრაცეპტივები სექსისადმი ნაკლებ სურვილს?

წაიკითხეთ 8 მითი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შესახებ

1. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ მოქმედებს თქვენს ლიბიდოზე. 

ქალების უმეტესობისთვის, კონტრაცეპტივები მათ ლიბიდოზე მოქმედებს. ერთერთი კვლევის მიხედვით, ქალები ამბობდნენ, რომ კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ, პირიქით, გაიზარდა კიდეც მათი სექსისადმი სურვილი, ან იგივე რჩებოდა. კვლევაში მონაწილე ქალების მხოლოდ 15%-მა თქვა, რომ აბების მიღებისას მათ ნაკლებად ჰქონდათ სექსის სურვილი. 

2. არ არის საჭირო, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ყოველდღიურად მიიღოთ, რათა ის კვლავ ეფექტიანი იყოს.

კონტრაცეპტივები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუკი მას სწორად იღებთ. როდესაც აბების მიღება ყოველდღიურად და სწორად ხდება, ისინი 99.9%-იან ეფექტიანობას იძლევა. 

3. კონტრაცეპტივების გვერდითი ეფექტები მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. 

როგორც ყველა სხვა წამალს, კონტრაცეპტივებსაც აქვს თავისი გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ იწყებს შემცირებას. თუკი ვერ იგრძნობთ გვერდითი მოვლენების კლებას, მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს. 

4. აბები არ ამცირებს საშვილოსნოსა და საკვერცხის კიბოს რისკებს.

ამერიკის კიბოს ასოციაციის ცნობით, "ქალებში, რომლებიც კონტრაცეპტივებს 5 ან მეტი წლის განმავლობაში მოიხმარენ, საშვილოსნოსა და საკვერცხის კიბოს რისკები 50%-მდე იკლებს". 

5. კონტრაცეპტივების დიდი ხნის განმავლობაში მოხმარება მოქმედებს თქვენს რეპროდუქციულ უნარებზე.

არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ აბები თუ სხვა სახის კონტრაცეპტული საშუალებები არ მოქმედებს თქვენს რეპროდუქციულ უნარებზე. 

6. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გიცავთ სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან. 

ერთადერთი გზა, რომ ბოლომდე დაიცვათ თავი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან სექსზე მთლიანად უარის თქმაა, თუმცა პრეზერვატივები, ასევე, ეფექტიანად დაგიცავთ ამ დაავადებებისგან. 

7. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს არ აქვს არანაირი ეფექტი იმაზე, თუ ვინ მოგეწონებათ. 

ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც მაშინ შეხვდნენ თავიანთ პარტნიორებს, როდესაც აბებს იღებდნენ, ნაკლებად იხიბლებოდნენ ხოლმე მათით, როდესაც აბების მიღებას თავს ანებებდნენ. კვლევის მიხედვით, აბები მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად იხიბლებიან ქალები თავიანთი პარტნიორით. 

8. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ მოქმედებს თქვენს ყნოსვით ეფექტზე.

აქედან მეტნაკლებად გამომდინარეობს წინა დებულება, რადგან ყნოსვითი ეფექტის გაძლიერება მოქმედებს იმაზე, თუ ვინ ხიბლავს ქალებს უფრო მეტად. 

---

მასალა მომზადებულია BuzzFeed-ის ვიდეოზე დაყრდნობით. 
 

კომენტარები