საპატრიარქო

პატრიარქმა 31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდი თევზით ხსნილად გამოაცხადა

ipress

პატრიარქ ილია II-ის ქადაგებით, საშობაო მარხვაზე მყოფი ადამიანებისთვის 31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდი თევზით ხსნილად გამოცხადდა. 

ამის შესახებ ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს არქიდიაკონმა დემეტრემ განაცხადა. 

"მოგეხსენებათ, ზეგ არის ახალი წელი. დღესასწაულებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია გაიხსნილოს თევზით,"- ნათქვამია საკვირაო ქადაგებაში. 

ამასთან, საკვირაო ქადაგების დროს შემდეგი სამღვდელო პირები დააჯილდოვეს: 

"დეკანოზი ირაკლი ახალაძე, რომელიც ბრძანდება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი გაბრიელი ლომაძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი ირაკლი წულაძე, აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

იღუმენია სარა ნათებაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!" - ნათქვამია საკვირაო ქადაგებაში.

კომენტარები