ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ძაღლების მოყვარულებად და კატების მოყვარულებად. ფოტოგრაფი დევიდ უილიამსი კი იმ კაცებს იღებს, რომლებიც თავს მეორე კატეგორიას მიაკუთვნებენ. მისი პროექტი, სახელწოდებით "კაცები და კატები" 2009 წელს დაიწყო და საზოგადოებაში გავრცელებულ "შეშლილი, კატების მოყვარული ქალების" შესახებ არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგაა მიმართული. უილიამი კატებსა და მათ პატრონებს თავიანთ სახლებსა და ქუჩებში იღებს.
დოკუმენტალისტიკის სტილში გადაღებული ფოტოები არამხოლოდ ადამიანებისა და ცხოველების პორტრეტებია, არამედ იმ ადგილებისაც, სადაც ისინი ცხოვრობენ. ბევრ ფოტოში უკანა ფონზე ჩანს ისეთი ნივთები, რაც კატის ყოლასთან არის დაკავშირებული.
"მინდოდა, მეჩვენებინა, რომ მიუხედავად სქესისა, ბევრი ადამიანი ნახულობს ბედნიერებას კატის ყოლასა და მოვლაში," - ამბობს უილიამსი Time Out New York-თან საუბრისას.
მისთვის ეს გრძნობა უცხო არ არის, რადგან თავად უილიამსი ბრუკლინში, თავის კატასთან ერთად ცხოვრობს.
დაათვალიერეთ უილიამსის პორტრეტები: