მოდა

GOOGLE-ის მიხედვით, 1980-იანი წლების მოდა ყველაზე დაგუგლვადი ტრენდია

Google-ის მიხედვით, 2018 წლის ყველაზე ხშირად დაგუგლვადი ტრენდი 1980-იანი წლების მოდაა, მაშინ, როდესაც "კაცების 80-იანი წლების მოდა" სიაში რიგით მე-10-ა. ამასთან, სიაში მე-2 ადგილს "გრანჯის სტილი" იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი მოდა არასდროს კვდება. სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ასევე მოხვდა სიაში. 

ნახეთ სია:

1. 1980-იანი წლების მოდა

2018 წლის შემოდგომაზე 1980-იანი წლების მოდას გრანდიოზული დაბრუნება ჰქონდა. წელს არაერთი ტრენდი ვნახეთ, რომელიც სწორედ 80-იანი წლებით იყო ინსპირირებული. მათში გამორჩეული მარკ ჯეიკობსის კოლექცია იყო, რომელშიც მოდელებს საგრძნობლად დიდი ზომის ლიპებიანი პალტოები ეცვათ. 



2. გრანჯ-სტილი

გრანჯ სტილი პირველად 80-იანი წლების მიწურულს და 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ეს სტილი ყველაზე დაგუგლვად ტრენდებს შორის მეორე ადგილს იკავებს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის დღემდე არ გადასულა მოდიდან. დახეული ჯინსები, დიდი ზომის მაისურები და დიდი ბათინკები კვლავაც აქტუალური და მოდურია. წელს მარკ ჯეიკობსმა (დიახ, ის ყველა ტრენდის სათავეშია!) გაითვალისწინა გრანჯისადმი ხალხის სიყვარული და 90-იანებში პერი ელისთვის შექმნილი საკულტო კოლექცია კვლავაც გააცოცხლა (ეს იგივე კოლექციაა, რამაც მას თავის დროზე სამსახური დააკარგვინა).

3. 1990-იანი წლების მოდა

იმის გათვალისწინებით, რომ წელს ადამიანები ყველაზე ხშირად გრანჯ-სტილს გუგლავდნენ, საერთოდ არ უნდა გაგვიკვირდეს გასული საუკუნის 90-იანი წლების მოდის მოხვედრა ამ სიაში. 



4. 2000-იანი წლების მოდა

რამდენჯერაც გავიფიქრებთ, რომ როგორც იქნა, 2000-იანი წლების დასაწყისის მოდა წარსულს ჩაბარდა, ის მაინც ახერხებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოღწევას. 



5. მეგან მარკლი

მარკლის სახელმა და გვარმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან მიმართებით პირველად 2017 წელს გაიჟღერა, როდესაც მან და პრინც ჰარიმ ქორწინება დააანონსეს, თუმცა 2018 წელი მისი იყო. მაისში მან საკულტო მომენტები გვაჩუქა, რომელიც ჯივენშის საქორწინო კაბით გამოიხატა, მოგვიანებით კი მან არაერთი ლამაზი კაბა მოირგო, მათ შორის ოსკარ დე ლა რენტას ცნობილი bird dress სერიიდან.

 

6. კაცების მოდა

Google-ის სიაში სიტყვათშეთანხმება "კაცების მოდა" მე-6 ადგილს იკავებს. როგორც ჩანს, კაცებიც ისევე აკითხავენ Google-ს რჩევებისათვის, როგორც ქალები. 

7. ჰარაჯუკუს მოდა

ჰარაჯუკუს მოდა 2018 წელსაც აქტუალურია, ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს ის ადამიანები იძლევიან, ვინც წელს ამდენჯერ ჩაწერა საძიებო სისტემაში Harajuku fashion. ეს სახელი ტოკიოში მდებარე Harajuku Market-დან მოდის. ეს ერთგვარი მოძრობაა "მკაცრი საზოგადოებრივი წესრიგის" მიმართ. 



8. ჰიფსტერული სტილი

რა თქმა უნდა. 

9. ქეით მიდლტონი

შესაძლოა, მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის ახალი წევრობის გამო გაცილებით დიდი ინტერესი გამოიწვია წელს, თუმცა ქეით მიდლტონი აქტუალურობას კვლავაც არ კარგავს. მას და პრინც ჩარლზმა წელს მესამე შვილი, ლუი შეეძინათ.



10. კაცების 80-იანი წლების მოდა

გამომდინარე იქიდან, რომ წელს ყველაზე ხშირად ადამიანები "80-იანი წლების მოდას" ეძებდნენ, გასაკვირი არ არის ამ ტერმინის კიდევ უფრო დავიწროებული ვერსიაც რომ შეგვხვდა სიაში. 

კომენტარები